11.12.2017
თითოეული ჩუქურთმა, რომელიც ჩვენს თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, უნდა შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ორბელიანის მოედანზე განაცხადა.
04.01.2018
ყავლაშვილის N9-ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. ისტორიული შენობაში მცხოვრებ 8 ოჯახს დღეს ახალი საცხოვრებელი ბინები ჩაბარდა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
11.12.2017
აქ აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.