обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


"ახალი ტფილისი"

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

  

უკან მომავალში ანუ ახალი ტფილისი თბილისში

 

თბილისის არსებობის ისტორია 1500-ზე მეტ წელს ითვლის.. ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისი ყოველთვის იყო უცხოელთა განსაკუთრებული ინტერესების და ყურადღების ცენტრში, დაწყებული დაპყრობის და დასრულებული უბრალოდ სტუმრობის, მონახულების სურვილით..

დღესაც, როგორც არასდროს ძალიან დიდია თბილისის ნახვის და ქალაქში სტუმრობის სურვილი.. ქვეყნის სერიოზული მიღწევების და მსოფლიოში მისი აღიარების შეუქცევადი პროცესების ლოგიკური შედეგია ის რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2.5-ჯერ გაიზარდა საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი.. მათი უდიდესი ნაწილი თბილისის სტუმრობის შემდეგ სტუმრობს საქართველოს უძველეს ისტორიულ კუთხეებს, დახუნძლულს უამრავი ღირშესანიშნავობით და ისტორიული ძეგლებით..

ისევე როგორც ქვეყანა, მისი დედაქალაქიც გამორჩეულად მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, განსაკუთრებით მისი ისტორიული ცენტრალური ნაწილი.. ეს ის გარემოა, რომელშიც 1700-ზე მეტი უნიკალური ძეგლი, 34 ისტორიული მხატვრული სადარბაზო, 59 მუზეუმი, 30-მდე ისტორიული მნიშვნელობის მქონე სარეკრეაციო ზონა და სკვერია და ამ არეალში უწყვეტი დიდი ტურისტული მარშრუტის ჯამური სიგრძე სხვადასხვა მონაკვეთების ჩათვლით 30 კილომეტრამდეა..

ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ძველი ქალაქის ასეთივე ძველი, ისტორიული სტრუქტურა, ქუჩათა ქსელი და განაშენიანება რომელიც განსაზღვრავს დღევანდელი თბილისის სახეს და მისდამი ინტერესს არის ჩვენი ყველაზე მთავარი საზრუნავი.. ეს არის მთავარი საკითხი, რომლის სწორად დანახვის და გამოყენებით შეიძლება მდგრადი და თვითმყოფადი გახდეს თბილისის ისტორიული ნაწილის და მთლიანად ქალაქის განვითარება..

სწორედ ამისთვის, 2015 წელს ჩვენ დეტალურად დავგეგმეთ და 2016 წელს დავიწყეთ პროექტი „ახალი ტფილისი“.. ეს ის პროექტია, რომელიც არსებული მოცემულობების, ქალაქის ისტორიის და ჩვენი ქალაქის და ქვეყნის დღევანდელი შესაძლებლობების სწორად გათვლის და გათვალისწინებით მიმართულია თბილისის ეკონომიკის დინამიური სტიმულირებისთვის..

პროექტი აერთიანებს 1. მსხვილი, ისტორიული ძეგლებით მდიდარი არეალების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის მიზანია ქალაქის მასშტაბით დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარება და შეკვრა, 2. დიდ ტურისტულ მარშრუტში უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების აღდგენის პროგრამას, 3. ისტორიული და მაღალმხატვრული ღირებულების სადარბაზოების აღდგენა-განახლების პროგრამას, 4. ძალიან საინტერესო და ღირებული მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამას და 5. ისტორიული, მწვანე რეკრეაციული სივრცეების აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამას და ერთმანეთთან დაკავშირებას..

და შედეგებიც უკვე სახეზეა: 2016 წელს 70-მდე ძეგლზე მიმდინარეობს აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, დიდი ტურისტული მარშრუტის 4 სხვადასხვა მონაკვეთზე, ვემზადებით შემდეგი წლის არეალების განახლებისთვის, მუზეუმების და ცალკეული ძეგლების, ასევე სადარბაზოების რეაბილიტაციისთვის...

ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი სურვილი და მისწრაფება, რომ მსოფლიომ უახლოეს წლებში იხილოს სრულად განახლებული, ტურისტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო ახალი ტფილისი...

 

 

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი

.

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP