обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ღვინის აღმართი

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

   ღვინის აღმართის რეაბილიტაცია

 ღვინის აღმართის რეაბილიტაცია პროექტი „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა. თბილისის განვითარების ფონდმა სამუშაოები  2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დაასრულა. სრული რეაბილიტაცია ჩატარდა ღვინის აღმართის 5 მისამართზე: N1, 3, 5, 7და N8-ში.   

ისტორიულ ღვინის აღმართის აღნიშნულ მისამართებზე:

 

 

  

 

  • კონსტრუქციულად გამაგრდა შენობები;
  • ყველა მისამართზე ძველი დაზიანებული  სახურავები ახალი თუნუქის მასალით გადაიხურა;
  • სრულად აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა დეკორატიულ ელემენტებს, მათ შორის ხის აივნებს, მოაჯირებს;
  • ღვინის აღმართი N1, 3 5 და  N7-ში კეთილმოეწყო  შიდა ეზოები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა;
  • მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო - საკომუნიკაციო სისტემები;
  • გამოიცვალა კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები;
  • რესტავრაციის პროცესში ღვინის აღმართი N1 - ში  სადარბაზოს მხატვრობა იქნა აღმოჩენილი, რომლის  რესტავრაცია 2017 წელს განხორციელდა. 

    ღვინის აღმართზე მდებარე უძველესი შენობები კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა ნუსხაშია შესული და მნიშვნელოვანია ურბანული, არქიტექტურული და მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით. შენობათა ეს ჯგუფი, დარეჯან დედოფლის სასახლესა და კარის ეკლესიასთან ერთად, ძველი თბილისის ერთ-ერთ ქრესტომათიულ ხედს წარმოადგენს.

    დროის მცირე შუალედებით დაშორებული შენობების აგების თარიღი, მთლიანობაში, XIX საუკუნის 60-იან წლებს არ სცდება, თუმცა იგი ძველ ფენებსაც მოიცავს.

  

რეაბილიტაციის შემდეგ

  

 

    ღვინის აღმართი თბილისის ისტორიულ ნაწილში განსაკუთრებული მიმზიდველობით გამოირჩევა, სადაც ლანდშაფტი და ურბანული განაშენიანება სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთანეს მონაკვეთი მტკვრის სანაპიროსა და ძველი თბილისის თითქმის ყველა წერტილიდან ხელისგულივთ მოჩანს და მისი აღდგენა - რეაბილიტაცია  ქალაქის  განაშენიანებისთვის უმნიშვნელოვანესია

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP