обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


დავით აღმაშენებლის გამზირი

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

თბილისის განვითარების ფონდის პროექტ "ახალი ტფილისის" I ეტაპის სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე 2016 წლის 5 თებერვალს დაიწყო და  9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  

დავით აღმაშნებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან -საარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში)  პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია . შენობებს მაქსიმალურად შეუნარჩუნდათ ისტორული იერსახე და მათზე განხორციელებული ყველა სამუშაო განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო.

დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რესტავრაცია 3 ძირითადი  მიმართულებით განხორციელდა.

1. შენობების აღდგენა-განახლება: 

  • შენობების კონსტრუქციული გამაგრება
  • დეკორატიული ელემენტების აღდგენა-რესტავრაცია და ახალი, არსებულის ანალოგიური ნაძერწი ორნამენტების დამზადება-მონტაჟი (რომელთა შენარჩუნება ვერ მოხერხდა)
  • სახურავების შეცვლა-აღდგენა
  • წყლის გადაყვანის სისტემის მოწყობა (საცრემლეები, წვიმის სატარი მილები და ღარები)
  • ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია და ახლის დამზადება-მონტაჟი (ხის ჭვირულიაივნები, ფანჯრები, ხის კარები, დარაბები, წინფრები და ა.შ.)
  • ლითონის ჭედური ნაკეთობების რესტავრაცია და ახლის დამზადება-მონტაჟი
  • ფასადზე ისტორიული მხატვრობების აღდგენა
  • აღმაშნებლის გამზირ N36 -ში ისტორიული სადარბაზოს მხატვრობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია და N26-ში აღმოჩენილი მხატვრობის კონსერვაცია

 

 

 

2. კომუნიკაციების შეცვლა-ახლისმოწყობა

პროექტის ფარგლებში, აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემის განახლებასთან და ახლის მოწყობასთან დაკავშირებით, შესრულდა შემდეგი სამუშაოები:

• გარკვეულ მონაკვეთებში მაგისტრალური კანალიზაციის მილის დაზიანებების გამო, გაყვანილობა შეიცვალა გოფრირებული პოლიეთილენის მილებით (ჯამში 713 მეტრი) და მოეწყო კანალიზაციის გამწმენდი ჭები (კამერები).

• დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანიაღვრე ქსელის არ არსებობის გამო, უხვი ნალექის დროს მოსახლეობას ექმნებოდა სარდაფების დატბორვის პრობლემა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი საკონტროლო კამერებით (1038 მეტრი);

• მოეწყო სადრენაჟე ქსელი (720 მეტრი) დავით აღმაშენებლის გამზირზე, რომლითაც მოხდა მიწისქვეშა გრუნტის წყლების შეკრება ერთიან მართვად სისტემაში, შედეგად მოიხსნა შენობების საძირკვლების დაზიანების საშიშროება;

• შეიცვალა დაზიანებული მაგისტრალური წყალსადენის ლითონის მილები (962 მეტრი) მაღალი წნევის პოლიეთილენის მილებით, რომლებითაც წყლის წნევა 4-ჯერ გაზარდა და ხასიათდება ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით;

• გაზმომარაგების სისტემის დიდი ნაწილი იყო მოწყობილი საჰაერო გზით, რაც ამახინჯებდა შენობის ფასადებს. პროექტის ფარგლებში, მოხდა ძველი გაყვანილობის დემონტაჟი და მიწის ქვეშ ახალი გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის მონტაჟი (750 მეტრი);

 • შეიცვალა გარე განათების ბოძები და მათი დამაკავშირებელი სადენები. მიწისქვეშ მოეწყო დამატებითი სარეზერვო სადენები (ჯამში 3600 მეტრი);

• შეიცვალა საჰაერო გზით მოწყობილი მაღალი ძაბვის დენის და ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენები (1800 მეტრი) და გაიზარდა მათი კვეთები, რაც დამატებითი სიმძლავრის ელექტრო ენერგიის მიღების შესაძლებლობას იძლევა;

 

 

3. გამზირის კეთილმოწყობა

საფეხმავლო ნაწილში ქვაფენილის მრავალსახეობაა წარმოდგენილი. რომის ქუჩიდან საარბრუკენის მიმართულებით ერთმანეთს მონაცვლეობით დაიგო: თეთრი და შავი მარმარილოს ფილები, ქართული აგური, რიყის ქვები,  გრანიტის  და ტრავეტილის მასალა. აღსანიშნავია, რომ საფეხმავლო ქუჩის მოწყობა აღმაშენებლის გამზირზე არსებული ისტორიული ძეგლების ფრაგმენტებიდან აღებული ჩანართებით მოხდა.

გამზირზე მთლიანად შეიცვალა  გარე განათების სისტემა, მათ შორის, საფეხმავლო ნაწილში განსხვავებული დიზაინის ლამფიონები დამონტაჟდა.

პროექტის ფარგლებში  აღმაშენებლის N59-ის საცხოვრებელ სახლზე მოეწყო  ვერტიკალური მწვანე  კედელი, აღმაშენებლის N21 და N46 - ის მიმდებარედ.   კეთილმოეწყო და გამწვანდა 2 სკვერი - საფეხმავლო მონაკვეთზე დაირგო ხეები.  მოსახლეობას  საჩუქრად გადაეცა დეკორატიული მცენარეები.

 საფეხმავლო ნაწილში სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი სკამები დაიდგა და სასმელი წყლის ფანტანების დამონტაჟდა.

პროექტი „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, განახლებული აღმაშენებლის გამზირის საფეხმავლო ნაწილისთვის მოქანდაკე კახი ერაძის ავტორობით შეიქმნა 6 პარატა ქანდაკება, რომელიც ასევე  საფეხმავლო ნაწილში დაიდგა.

პროექტის განხორციელების შედეგად, განახლებული აღმაშენებლის გამზირი თბილისში ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო  ქუჩაა, როგორც ტურისტებისთვის, ისევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რეაბილიტირებულ არეალში გაიზარდა ქონების ღირებულება და აღმაშენებლის გამზირის აღნიშნული  მონაკვეთი გახდა ეკონომიკურად აქტიური.

Здесь новые шаблоны для dle
TOP