обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


დავით აღმაშენებლის გამზირი № 36 და № 34

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

 

ანხორციელების აუცილებლობაისტორიული უბნის  რეაბილიტაცია

ქუჩა: დავით აღმაშენებლის  გამზირი N34, N36

ოჯახების რაოდენობა:  N36  - 22 ოჯახი;  N34- 9 ოჯახი

სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ჩასატარებელი სამუშაოები: არსებული შენობა-ნაგებობების  გამაგრება, დ. აღმაშენებლის N34 რეკონსტრუქცია და ფასადის რესტავრაცია, დ. აღმაშენებლის N36 სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია

 საპროექტოშესყიდვისღირებულება  - 80 000 ლარი

პროექტის შესრულების ვადა - 4 თვე

დავით აღმაშენებლის N36 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლი კულტურული 

მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისში ცნობილი მეცენატისა და  საზოგადო მოღვაწის  ერასტი ჭავჭანიძის მიერ აშენდა.  1903 წელს აგებული  მაღალმხატვრული ღირებულების მქონე სამსართულიანი სახლი იტალიელი მხატვრების მიერაა შესრულებული. შენობა მრავალი წელია მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და გადაუდებელ გამაგრებასა და რეაბილიტაციას მოითხოვს.
აღმაშენებლის N36-ს გაგრძელებაა N34,  სადაც შენობის გამაგრება და ფასადის
რეაბილიტაციაა ჩასატარებელი.

“სამსართულიანი სახლი ნაძერწი დეკორის სიუხვითა და დახვეწილობით გამოირჩევა. შენობის სახეს მოდერნული ელემენტები განსაზღვრავს. რიზალიტთა მომნიშვნელი პილასტრისებრი შვერილების დამასრულებელი ქალის თავის სიმბოლური გამოსახულებები, ტალღოვანი კარნიზები, ნაძერწი გირლანდები, ყვავილოვან ორნამენტებში ჩართული უჩვეულო კრონშტეინები თუ რკინის შეკიდული აივნების მოაჯირები. სადარბაზო მთლიანად შემკულია იმ დროისათვის დამახასიათებელი მოხატულობით. ეზოსკენ ნაგებობა ტრადიციული ხის აივნებით არის მომართული” (თბილისის არქიტექტურული გზამკვლევი).

სადარბაზო ფლორენციელი მხატვრების მიერაა შესრულებული, პირვანდელი მდგომარეობის მიხედვით ბინებში ჭერი მოხატული იყო სხვადასხვა ხედებით და ორნამენტებით.

სახლი თბილისური ხის აივნებით და ლამაზი  ფასადით გამოირჩევა. სადარბაზო ანგელოზებით და მოჩუქურთმებული ყვავილებითაა მოხატული, კედლები კი ლამაზი პეიზაჟებით დამშვენებული, მათ შორის „ვეფხისტყაოსნის „ ეპიზოდებიცაა გამოსახული.

სახლმა საუკუნეს გაუძლო და ის დღეს გადაუდებელ რაბილიტაციასა და რესტავრაციას მოითხოვს.

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიხედვით სარეაბილიტაციო   სამუშაოები დაიწყება.

ფონდის თანამონაწილეობა: 100 %

პროექტის ღირებულება: 1 000 000 ლარი 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP