обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ფონდის შესახებ

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

თბილისის განვითარების ფონდი  

დიაგრამა:

  • რეაბილიტაცია
  • გამაგრება
  • მშენებლობა
  • ბიუჯეტი

ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი 2010 წელს შეიქმნა. თბილისის მერიასთან არსებული ფონდის მიზანია ქალაქის, მათ შორის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია-გამაგრების მიზნით სტრატეგიის შემუშავება, კონკრეტული პროექტების დაგეგმვა,  მისი განხორციელება ან/და შესრულებაზე კონტროლი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების პარალელურად ფონდი გეგმავს თანხების მოზიდვას საერთაშორისო, უცხოური ორგანიზაციებიდან და იწყებს აქტიურ მოლაპარაკებებს დონორებთან და კერძო ინვესტორებთან.

ფონდი ახალ პროექტებს განახორციელებს კვლევებზე დაყრდნობით, რომლებშიც ჩართული იქნებიან ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, რესტავრატორები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. 

თბილისის განვითარების ფონდი ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და  მასმედიასთან, რათა რეაბილიტაციისა და განვითარების პროცესი გამჭვირვალედ და ეფექტურად წარიმართოს.

ფონდი შეისწავლის ქალაქის ისტორიული უბნების ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს, მუშაობს ამ პოტენციალის გამოყენების სტრატეგიაზე და ხელს უწყობს თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

ძირითადი საქმიანობა

  • ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.
  • ქ. თბილისის ისტორიული ნაწილში გამაგრებითი სამუშაოების შესრულება.
  • ქ. თბილისის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
  • ქ. თბილისის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვა.
  • ახალი პროექტების განხორციელება.

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP