обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

01.05.2018

   თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებელის N93-ში მდებარე მაღალმხატვრული ისტორიული სადარბაზოს რესტავრაციას ახორციელებს, რომლის მხატვრობა შესრულებულია 1905 წელს, ცნობილი მხატვრების, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერისა და დე მარცოს მიერ.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 6 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და მაღალხარისხიანი ბათქაშით შესრულებული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია,  ასევე, ლითონისა  და ხის ნაკეთობების  გაწმენდა-რესტავრაცია, გვიანი დანამატების მოხსნის სამუშაოები და დეკორატიული მორთულობების კონსერვაცია.

16.05.2018

  თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

   სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა.

08.03.2018

  თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა.
  პრეზენტაციას ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს წევრები, ბიზნეს-სექტორი, ასევე პროექტის ავტორები, არქიტექტორები და პროფესიული წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

27.02.2018

  მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გუდიაშვილის მოედნის დაცვაში იყო ჩართული. იყო ძალიან ბევრი გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შენარჩუნებულიყო ეს მოედანი და მეც ვეთანხმები ამას, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია.

17.02.2018

  თბილისის მერი კახა კალაძე ლადო გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მოისმინა და მიმდებარედ არსებული სარეაბილიტაციო შენობები დაათვალიერა. პროექტის თანახმად, ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში 30-ზე მეტი ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება. იხილეთ ვრცლად.

04.01.2018

   ყავლაშვილის ქუჩა N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად, ადგილზე დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდი - ის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი იმყოფებოდნენ.

22.12.2017

   კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის ქუჩა N32-ში მდებარე ისტორიული სახლის
რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის დავალებით, თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund -მა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელა.

19.12.2017

   ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.

11.12.2017

   თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, ორბელიანის მოედანზე გამართა. კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდს, დედაქალაქის მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. 

TOP