обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
16.01.2016

   როგორც ცნობილია, დღეს, ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ გ.აბესაძის ქ.23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე განთავსებულ მასალას, კერძოდ კი საკომუნიკაციო მილებს ცეცხლი გაუჩნდა.

   ხანძრის შედეგად, გარდა სამშენებლო მასალისა, დაზიანდა უშუალოდ სამშენებლო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე შენობის (აბესაძის 21-ის) სახურავის მცირე ნაწილი და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სახლის (აბესაძის 20-ის) ხის აივანი, ფასადები.

12.01.2016

    საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 
   ღონისძიებას  თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

17.12.2015

    თბილისის განვითარების ფონდმა  მუზეუმების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი  პროექტების განხორციელება დაიწყო.  ცაბაძის ქუჩაზე მდებარე აბრეშუმის მუზეუმი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს, უნიკალურ მუზეუმად ითვლება, სულ მალე ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება. 
  აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და  უახლოეს პერიოდში   ფიზკურ სამუშაოებზე   ტენდერი გამოცხადდება
.

14.12.2016

    თბილისის განვითარების ფონდმა დ. აღმაშენებლის გამზირი N36-ში ისტორიული  სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობას, რომელიც გამორჩეულია თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით და მაღალმხატვრული ღირებულებებით,  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

14.11.2015

    ბილისის განვითარების ფონდი ძველ თბილისში, თუმანიანის ქუჩა N3 -ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ასრულებს. ამჟამად, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმანიანის ქუჩა N1 და ბეთლემის ქ. N10 -ში მიმდინარეობს. თბილისის განვითარების ფონდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

19.11.2015

    თბილისის საკრებულოში არქიტექტურული სტუდენტური კონკურსის, “მომავალი თბილისი დღეს 2015“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან  ერთად დააჯილდოვა.

13.11.2015

    თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ისტორიული არეალის (ზემო კალა) სრული  რეაბილიტაციის პირველი ეტაპი  დაიწყო. მიმდინარე პროცესებს თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი ადგილზე გაეცნენ. ამ ეტაპზე გუდიაშვილის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე არსებული 35-მდე ისტორიული შენობის წინსმსწრებ-დამზღვევი გამაგრებითი სამუშაოები ტარდება, რათა წყალკანალიზაციის სისტემებისა  და მიწიქვეშა წლების  მოცილების სამუშაოები განხორციელდეს.

10.11.2015

    ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის შენარჩუნებისა და აღდგენის (კონსერვაციის) გეგმაზე მუშაობა სულ მალე დასრულდება. პროექტის ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდი  გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების საკომუნიკაციო  ქსელების შეცვლას და მიწისქვეშა წყლების მოცილების პროცესს იწყებს,  რომლის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განხორციელებისთვის საჭირო გახდა  გუდიაშვილის მოედნის არეალში 35 ავარიული სახლის დროებით გამაგრება.

TOP