обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
08.02.2016

    ქ. თბილისის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის და ფრანკოფონური მერების ასოციაციის ინიციატივით დაიწყო საველე პრაქტიკული სასწავლებლის პროექტი, რომლის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ფრანგი არქიტექტეტორ-რესტავრატორი, პროექტის კოორდინატორი ჟან ლუ ანკარი ესტუმრა.

05.02.2016

      ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ; უნდა შეიქმნას განწყობა, მომავლის რწმენა და ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმაშენებლის გამზირზე განაცხადა, რომლის რეაბილიტაცია დღეს დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერთან ერთად, ის შენობები დაათვალიერა, რომელთა სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება.

05.02.2016

    თბილისის მერია, ა(ა)იპ  თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, მასშტაბური პროექტის - „ახალი ტფილისი“ განხორციელებას იწყებს. პროექტის პირველი ეტაპი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად საზოგადოებას ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ წარუდგინა.

05.02.2016

     მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, სწორედ ჩემი მერობის პერიოდში დაიწყოს ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიცაა - „ახალი ტფილისი!“

     პროექტი მართლაც რომ უნიკალურია თავისი შინაარსით, მოცულობითა და იმ სარგებლით, რასაც მისი განხორციელებით თბილისი, თბილისელები და დედაქალაქის თითოეული სტუმარი მიიღებს!
     პროექტი „ახალი ტფილისი“ მოიცავს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.
05.02.2016

    ► პროექტზე იმუშავა 200-მდე სპეციალისტმა: არქიტექტორებმა, ისტორიკოსებმა, ურბანისტებმა, ინჟინრებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, რესტავრატორებმა, დეველოპერებმა.
      ► პროექტ...ის პირველ ეტაპზე განხორციელდება შემდეგი უბნების რეაბილიტაცია:
• მშრალი ხიდის მიმდებარე არეალი
• დავით აღმაშენებლის გამზირი (მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე)
• ღვინის აღმართი
• გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალი
.

02.02.2016

    თბილისის განვითარების ფონდმა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის რესტავრაცია დაასრულა. სამუშაოები ფონდმა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო.
დიდუბის გუმბათის მშენებლობა 1890 წლით თარიღდება.

TOP