обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
12.02.2016

    დავით აღმაშენებლის გამზირი N36-ში მდებარე ისტორიული სახლის სრული რეაბილიტაცია, შენობის გამაგრება და რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. რესტავრაცია უტარდება უნიკალური ნამუშევრებით მოხატულ სადარბაზოს და შესასვლელ კარს. მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს,საღებავის სქელი ფენის მოცილებისას, კარზე საფოსტო ჭრილი აღმოჩნდა, სადაც გამოიკვეთა ძველი ორნამენტები და ისტორიული წარწერა.

12.02.2016

    მარჯანიშვილის ქუჩა N16-ში საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე თბილისის განვითარების ფონდმა ახალი, თანამედროვე, კეთილმოწყობილი 7 - სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა.
მოსახლეობას კუთვნილი ფართები თეთრ კარკასულ მდგომარეობაში ჩაბარდა. პროექტის დასრულებისთანავე, მარჯანიშვილის ქუჩუს N 16-ის ყველა ბინათმესაკუთრე, რომელიც ფონდის მიერ დროებით ქირით იყო გაყვანილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდა.

10.02.2016

ინტერვიუ "თბილისის განვითარების ფონდის"  დირექტორ  გიორგი ბაიდარაშვილთან

- რას გულისხმობს პროექტი „ახალი ტფილისი", რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ შედგა?

- პროექტი „ახალი ტფილისი" არის კომპლექსური მოქმედებების ერთობლიობა. გათვლილი რამდენიმე ფაზაზე და მიზნად ისახავს ქალაქის ეკონომიკური , ტურისტული და სოციალური  პოტენციალის გამოყენებას.  ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის, რეკრეაციული შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც დღეისათვის არ არის კარგად გამოყენებული, ასევე კერძო ინტერესების წახალისება, ტურისტული ობიექტების გაჩენა. ამ პროექტის განხორციელებით, რომლის პირველი ფაზაც უკვე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება, მიზნად ვისახავთ სწრაფი ეფექტი მივიღოთ, მშრალი ხიდის ტერიტორიის კეთილმოწყობის და აღმაშენებლის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის შედეგად. აღმაშენებლის მეორე ნახევარში მოხდება ისტორიული ძეგლების, ასევე შენობების აღდგენა- რეაბილიტაცია , ყველა ტიპის კომუნიკაციების განახლება,  ქუჩების კეთილმოწყობა, აქსესუარების განახლება, განიხილება საფეხმავლო ზონის მოწყობის შესაძლებლობაც.

10.02.2016

    "თბილისის განვითარების ფონდის" მიერ ჩასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით, აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან    ზაარბრიუკენის მოედნამდე დაიკეტა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს,  ავტობუსები, რომლებიც მოცემულ მონაკვეთს გადიან, შემდეგი სქემით იმოძრავებენ, კერძოდ, ავტობუსი №20 ჭოროხის ქუჩიდან გაივლის დიმიტრი უზნაძის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს. უკუ მიმართულებით: ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქ. - არნოლდ ჩიქობავას ქ. - გიორგი მაზნიაშვილის ქ. - კიევის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი.

TOP