обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
09.03.2016

   დავით აღმაშენებლის გამზირი N44 - ში მდებარე შენობა, სადაც XX საუკუნის II
ნახევრიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე საქართველოს ფოსტა იყო განთავსებული, გასული საუკუნის დასაწყისში ვინმე დავით ბოგდანის ძე იუზმაშევს აუგია. პროექტის ავტორი იმ დროს თბილისში სახელგანთქმული არქიტექტორი ა. ზურაბოვია. წარმოსადეგი, სამსართულიანი ნაგებობა ჭოროხის ქუჩის და დავით აღმაშენებლის გამზირის კუთხეში მდებარეობს. ორივე ქუჩის მიმართულებით შენობის გრძივი, უხვად დეკორირებული ფასადებია მიმართული, ხოლო კუთხის ნაწილი არქიტექტურული ელემენტებით აქცენტირებულია
.

04.03.2016

   თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ავტორებთან ერთად  გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, პროფესიულ წრეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ  თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს  წარმომადგენლები,  კომპანია“ გეოგრაფიკის“ და „სტუდია 21“-ის წარმომადგენები, ჩუბინაშვილის ინსტიტუტის პროფესორ-თანამშრომლები, არქიტექტორები, ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები.

02.03.2016

   თბილისის განვითარების ფონდის მიერ რეაბილიტირებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული  შენობა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთათვის სრულიად ადაპტირებული გახდა. შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით და დეტალებით, რაც  შეზღუდული შესაძლებლობის პირების გადაადგილებისთვის აუცილებელია.  შენობაში  მოეწყო სპეციალური ლიფტები, პანდუსები, ასევე გაფართოვდა შესასვლელი და დერეფნის კარი, მოეწყო კიბეებზე ასასვლელი,  ლიფტზე დამონტაჟდა  დამატებითი კარი.

22.02.2016

   თბილისის განვითარების ფონდი ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2015 წლიდან ახორციელებს. ღვინის აღმართი N 8 -ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ღვინის აღმართი N1,3,5 და N 7 - ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის მქონე შენობების კონსტრუქციული გამაგრება. გამოიცვალა დაზიანებული დეკორატიული ელემენტები, განხორცილდა საღი ნაწილების რესტავრაცია. გარდა შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, მიმდინარეობს შიდა ეზოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები.

21.02.2016

   აღმაშენებლის გამზირზე, პროექტ „ახალი ტფილისი“-ს ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. აღნიშნული ცენტრი თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებსა და ინვესტორებს მოე...მსახურება და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

პროექტ „ახალი ტფილისი“-ს ფარგლებში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. 27 სახლზე უკვე დასრულებულია ხარაჩოების მოწყობა, დამონტაჟებულია მტვრის დამჭერი, სამშენებლო ფარდები.

18.09.2016

    თბილისის მერიამ ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკის მოწყობა დაასრულა. წრიული საფეხმავლო გზის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და  კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ წარმომადგენლები  დაესწრნენ.

TOP