обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
11.04.2016

    შალვა დადიანის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე N34/17-ში მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლს სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, გამაგრდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მომიჯნავედ,  შალვა დადიანის ქ. N32-ში მდებარე შენობას. 

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, შალვა დადიანის ქ. N34/17 -ში მდებარე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი „icomos საქართველოს“ მიერ შექმნა.
06.04.2016

    პროეტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის რეაბილიტაციის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობების დეკორატიული დეტალების, რკინის ჭიშკრებისა და კარებების აღდგენა სპეციალურად მოწყობილ საამქროებში ხდება.

06.04.2016

    პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალ ეტაპზე გადავიდა. დავით აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო.
აღნიშნულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გაეცნენ.

05.04.2016

    პროექტ „ახალიტფილისის‬“ ფარგლებში  საინფორმაციო ცენტრი დავით აღმაშენებლის გამზირზე, N26-ში გაიხსნა. ცენტრის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ.

     საინფორმაციო ცენტრში  მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება პროექტ „ახალი ტფილისის“ და აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საჭირო ინფორმ...აცია ადგილზევე მიიღოს. გაიმართება სხვადასხვა სახის პრეზენტაციები და  შეხვედრები.

04.04.2016

    თბილისის განვითარების ფონდის მოწვევით, 30 მარტს თბილისს სამდღიანი ვიზიტით ეგვიპტის ურბანული ჰარმონიის ეროვნული ორგანიზაციის (National Organization for Urban Harmony (NOUH)) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე  მუჰამედ აბუ საადა და ცენტრალური ადმინისტრაციის დაგეგმარებისა და კვლევების სუპერვაიზერი დოქტორ ჰასან ბაჰგატი ეწვივნენ.
ორგანიზაცია „NOUH „- ის ხელმძღვანელებს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი შეხვდა.

01.04.2016

   დავით აღმაშენებლის გამზირი N59 - ში მდებარე შენობა, რომელიც 1950 წელს არქიტექტორ ივანე ჩხენკელის პროექტით აიგო, ქალაქის ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონაშია მოქცეული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

   ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, განაშენიანების ხაზიდან სიღრმეშია შეწეული, რითიც დაცულია არქიტექტურული კორექტულობა გარშემო განთავსებული სიძველეების მიმართ.

21.03.2016

   პროექტ "ახალი ტფილისის" I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე თვენახევარია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამზირზე მდებარე 47 სახლის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია უტარდება, დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს შენობების ფასადების ლესვითი სამუშაოები.

10.03.2016

   თბილისის განვითარების ფონდი დ.უზნაძის N4-ში ფასადის სრულ სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო სამუშაოების განხორცილებას განაგრძობს. ამჟამად მიმდინარეობს რიკულებისა და ნალესის აღდგენითი სამუშაოები. აივნების ნაწილს რეკონსტრუქცია, აღდგენა შენობის ერთ ნაწილზე უკვე დასრულებულია.
დ. უზნაძის N4-ში სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დასრულდება.

09.03.2016

   კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N7-ში (წმ ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის სახლი) ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ მალე დასრულდება. თბილისის განვითარების ფონდი აღნიშნულ მისამართზე ძველი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციას და რესტავრაციას 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს.
1850-იან წლებში აგებული შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა ნუსხაშია შესული და ქალაქის არქიტექტურულ-ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენს.

TOP