обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


გუდიაშვილის მოედანზე ქვევრები და თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

14.08.2018

    დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა - სამი ქვევრი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. აღმოჩენილ ქვევრებს და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოიკვლევს, რომელიც აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებს.

   ამავე სამუშაოების ფარგლებში, ივნისის ბოლოს, ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი - დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილაც არის აღმოჩენილი. ისინი ზუსტად იმეორებენ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.

   

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP