обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ყავლაშვილის N5 და N7-ში სარეაბილიტაციო სამუშოები გრძელდება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

13.07.2018

  ყავლაშვილის ქუჩა N5 და N7-ში საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც მომიჯნავედ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ყავლაშვილის N 9-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებით არის გამოწვეული.

   ამ ეტაპზე მიმდინარეობს: შენობების გადახურვა, სარდაფების ლესვითი სამუშაოები; ხის ჭვირული აივნების და მოაჯირების მოწყობა, ლითონის შესასვლელი კარების მოწყობის სამუშოები, შიდა ტიხრების მოწყობის სამუშაოები, ელექტრო გაყვანილობის მოწყობა, წყალმომარაგება-წყალარინების ქსელების მონტაჟის სამუშაოები; თბილისის განვითარების ფონდმა ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ყავლაშვილის N5 და N7- ში მდებარე საცხოვრებელი სახლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დაასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,325,000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ 12 ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება და მათი უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება.

   

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP