обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


საველე სკოლის ფარგლებში ქვის მთლელთა გადამზადება დასრულდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

17.10.2017

   ქალაქ თბილისის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის და ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ერთობლივი საველე სკოლის პროექტი დასრულდა, სადაც რესტავრაციისა და ქვის თლის სფეროთი დაინტერესებული სპეციალისტების გადამზადება მოხდა. საველე სკოლის დასკვნით ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე , თბილისის განვითარების ფონდის და ქალაქ თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.

    საველე სკოლის პროექტი მიზნად ისახავდა , საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობა - პოპულარიზაციას. ქვის მთლელთა გადამზადების პრაქტიკულ და თეორიულ 6 თვიან კურსს ფრანგი რესტავრატორ-ინსტრუქტორი ჟან ლუი ანკარი უძღვებოდა. სასწავლო პროცესთან ერთად, პროექტი მოიცავდა კულტურულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა სხვადასხვა საინტერესო მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. ღონისძიებაზე საველე სკოლის პროექტის მონაწილეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, პროექტის მონაწილეების მიერ პრაქტიკული კურსის დროს შექმნილი ქვის ნაკეთობები „ახალი ტფილისის“ ფარგლებში რეაბილიტირებულ სივრცეებში განთავსდება. 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP