обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


დადიანის N32-N34-ში ისტორული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

22.08.2017

  თბილისის განვითარების ფონდი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, შალვა დადიანის ქუჩა N32-34-ში მდებარე ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, ისტორიული შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია.

   ამჟამად, ისტორიულ სახლებზე შემდეგი სამუშაოები მიმდინარეობს:

• შენობების სრული კონსტრუქციული გამაგრება ;

• არსებული აივნების და დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, ხოლო დაზიანებული ხის დეტალების შეცვლა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით;

• ახალი კარ-ფანჯრების მოწყობა;

• დაზიანებული სახურავების მთლიანად შეცვლა და ახლის მოწყობა;

• შიდა და გარე საინჟინრო ქსელის შეცვლა (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელ. მომარაგება, სუსტი დენები)

• ეზოს შიდა მხარეს არსებული ავარიული სახლის დემონტაჟი და ახლის მოწყობა.

თბილისის განვითარების ფონდი შალვა დადიანის ქუჩა N32 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე, ხოლო N34-ში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2018 წლის პირველ კვარტალში დაასრულებს.

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP