обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


„საველე სკოლის“ფარგლებში ქვის მთლელთა გადამზადება მიმდინარეობს

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

 22.06.2017

   თბილისის განვითარების ფონდის და თბილისის მერიის „საველე სკოლის“ პროექტის ფარგლებში, რესტავრატორები ქვის თლის სპეციალობას ეუფლებიან. პროექტი ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა ასოციაციის დაფინანსებით 2017 წლის აპრილში დაიწყო და 6 თვის მანძილზე გაგრძელდება. ქვის თლის პროფესიას, კონკურსის წესით შერჩეულ 9 რესტავრატორს ფრანგი რესტავრატორ - ინსტრუქტორი ჟან ლუი ანკარი შეასწავლის.

    მეცადინეობები ყოველდღიურად ტარდება, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. პროექტის მონაწილები ქვაზე თლას ბოლნისის ტუფის, ეკლარის ქვის და ნიჩბისის მასალების გამოყენებით სწავლობენ. „საველე სკოლის“ პროექტი ხელს უწყობს, ქართველი რესტავრატორების პროფესიულ ზრდას, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, აღდგენისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია. რესტავრაციის სფეროში ქვის მთლელთა გადამზადება „საველე სკოლის„ პროექტის ფარგლებში, 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.

  

Здесь новые шаблоны для dle
TOP