обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


დადიანის ქუჩა N32 -ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

 13.06.2017

   ისტორიულიძეგლებისრეაბილიტაცია შალვა დადიანის ქუჩა N32-ში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის განვითარების ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პროექტ "ახალი ტფილისის" ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით ახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე უკვე დასრულდა საძირკვლის და მთლიანად შენობის გამაგრების სამუშაოები და შეიცვალა სახლის სახურავი. ამჟამად, მიმდინარეობს ხის კარ-ფანჯრების მოწყობა, შიდა სარემონტო სამუშაოები და ფასადის რესტავრაციის მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები და ჩატარდება ეზოს კეთილმოწყობა.

    რესტავრაცია ჩაუტარდება ხის ჭვირულ აივნებს და საფასადე დეკორატიულ ელემენტებს. ასევე, მოეწყობა ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკარი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოჩნდა თბილისის ისტორიული გალავანი, რომელიც სახლის საძირკველშია მოქცეული. საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში აღმოჩენილია წრიული ფორმის ნაგებობა ე. წ. „მაცივარი“, რომლის კონსერვაცია მოხდება და იმავე სახით შენარჩუნდება. თბილისის განვითარების ფონდი შალვა დადიანის ქუჩა N32-ში მდებარე უძველესი ისტორიული სახლის სრულ რეაბილიაციას 2017 წლის შემოდგომაზე დაასრულებს.

  

Здесь новые шаблоны для dle
TOP