обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


განახლებული აღმაშენებელი "ევროპა ნოსტრამ“ საუკეთესოთა შორის აღიარა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

 08.06.2017

   თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტი „ახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით, „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში, კონსერვაციის ნომინაციაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს.
2016 წელს განხორციელებული დავით აღმაშენებლის გამზირზის რეაბილიტაცია ჟიურიმ, კულტურული მემკვიდრეობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გამოარჩია, რაც თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

    „ევროპა ნოსტრა“ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია, სადაც ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის დარგში საუკეთესო მიღწევებისთვის ენიჭება სხვადასხვა მიმართულებით: კონსერვაცია, კვლევა, განათლება, ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება.
ევროპის წამყვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრას“, სახელგანთქმული საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო ხელმძღვანელობს. მასში გაწევრიანებულია 250 ორგანიზაცია (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციები და ფონდები), 150 ასოცირებული ორგანიზაცია (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობა და კორპორაციები), აგრეთვე 1500-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი.
  აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია „ევროპა ნოსტრას“ ოფიციალურ ვებ გვერდზე სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პროექტებს შორისაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინსვლა და საერთაშორისო აღიარებაა.

https://www.europanostra.org/2017-eu-prize-cultural-herita/

https://www.europanostra.org/our-work/publications/ (იხ. 72-73 გვერდი)

  

Здесь новые шаблоны для dle
TOP