обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ისტორიული ძეგლების პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
21.02.2017

    თბილისის განვითარების ფონდმა 3 ისტორიულ ძეგლზე სარეაბილიტაციო პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. არქიტექტურული პროექტები „ახალი ტფილისის“ ფარგლებში,  ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით  ხორციელდება.  საპროექტო დავალება მოიცავს : წინამძღვრიშვილის ქუჩა N1-ში  წინამძღვრიშვილის ქუჩა N39-სა და რომის ქუჩა N4-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადებას, რომლის მიხედვით არსებული შენობების  აღდგენითი სამუშაოები დაიგეგმება.

     საკონკურსო წინადადებების მიღება დაწყებულია და მთავრდება 13.03.2017,  15:00 - 17:00 საათამდე.  რომის ქუჩა N4-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 900 ლარს , წინამძღვრიშვილის ქუჩა N1 - ის  132 000 ლარს, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა N 39-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 000 ლარს შეადგენს. საკონკურსო პირობების ხილვა დეტალურად, სამივე მომსახურების შესყიდვაზე შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე : 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220219&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220226&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220228&lang=ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  2 47 00 14  info@tdf.ge  g.magradze@tdf.ge

 

  

Здесь новые шаблоны для dle
TOP