обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


რუსთაველის N14 და N16-ში ისტორიული შენობების რესტავრაცია დასრულდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
09.01.2017

    თბილისის განვითარების ფონდმა  შოთა რუსთაველის გამზირ N 14 და N16 - ში მდებარე  ისტორიული შენობების  რეაბილიტაცია - რესტავრაცია  დაასრულა. სამუშაოები  პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  შოთა რუსთაველის გამზირ N 16 -ში : • აღდგა ფასადის  დაზიანებული ადგილები;  • რესტავრაცია ჩაუტარდა   სადარბაზოს ხის კარებებს; • ფასადის გასწვრივ მთელს პერიმეტრზე გამოიცვალა დაზიანებული თუნუქის სახურავი;  შოთა რუსთაველის გამზირ N14-ში :  • რესტავრაცია ჩაუტარდა  ეზოს  ლითონის ჭიშკარს და სადარბაზოს ძველებურ ხის კარებებს ;  • აღდგა ფასადის მხატვრული დეტალები, ძეგლზე მუშაობის მეთოდოლოგიის დაცვით; • ნაგებობის შემომზღუდავი დაბალი კედლის გასწვრივ გამოიცვალა თუნუქის სახურავი;

     შოთა რუსთაველის  გამზირისა  და ბესიკი  ქუჩების კუთხეში,  რუსთაველის გამზირ N14 -ში მდებარე სამსართულიანი შენობა  XIX  საუკუნის  მეორე ნახევარში აშენდა.  ცნობილია,  რომ 1848  წელს გოლოვინის   პროსპექტზე  იაკობ  ზუბალაშვილის სახლში „შარლის სასტუმრო“ ამოქმედდა,  რომელიც მალევე დაიხურა.  ეს სასტუმრო,   ზუსტად ამ ადგილას,  ახლანდელი  რუსთაველის პროსპექტის  N14-ში მდებარეობდა. რუსთაველის  N14-ში  მდებარე  შენობას „არტ ნუვოს „ სტილის მორთულობები ამშვენებს,   მათგან  აღსანიშნავია ყვავილების  ვრცელი ბარელიეფი,  რომელიც  ფასადს მთელ პერიმეტრზე მიუყვება.  რუსთაველის გამზირ N16-ში მდებარე ისტორიული შენობა 1916 წელს თბილისის „არტისტული წრისთვის“ არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით აშენდა. 1918 წლიდან ნაგებობის სარდაფში  გაიხსნა იმ პერიოდის თბილისში საკმაოდ პოპულარული, ბოჰემური ტიპის სტუდია “არგონავტების ნავი”. სტუდია აკმეისტების (პოეტთა თბილისური გილდია) შეხვედრის ადგილს წარმოადგენდა. აქ მოდიოდნენ პოეტები, კომპოზიტორები, ჟურნალისტები, მხატვრები და სხვ. კაფე “არგონავტთა ნავი” მხატვრებმა კირილ ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ - მელიქოვმა მოხატეს.  საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აქ განთავსებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლი კინოს დარბაზით. ბოლო წლებში, კი სხვადასხვა კულტურული დაწესებულებები - გალერეა, ასევე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” და სხვა.   ნაგებობა  აღრიცხულია  ეროვნული  მნიშვნელობის  არქიტექტურულ ძეგლად და მიჩნეულია თბილისის საზოგადოებრივ ნაგებობათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოდ. საინტერესოა იგი თავისი საფასადო სახით და ინტერიერის მხატვრული გაფორმებითაც. შენობა ევროპული ნეოკლასიციზმის ნიმუშს წარმოადგენს, სადაც გამოყენებულია ასევე რენესანსისა და ბაროკოს სტილისათვის დამახასიათებელი ნიშნები. რუსთაველის გამზირ N14-16-ში მდებარე ისტორიული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა  2016 წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლოს დაასრულა.  #ახალიტფილისი.

  

Здесь новые шаблоны для dle
TOP