ლისის ტბის გარშემო წრიული საფეხმავლო ბილიკის მოწყობის პროექტი დასრულდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
18.09.2016

    თბილისის მერიამ ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკის მოწყობა დაასრულა. წრიული საფეხმავლო გზის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და  კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ წარმომადგენლები  დაესწრნენ.

    „თბილისის მერიამ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად მოაწყო ბილიკი, რომელიც გულისხმობს სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. აქ გაკეთდა როგორც საფეხმავლო-სასეირნო, ასევე საველოსიპედე ბილიკი  თავისი განათების, სანიაღვრე და საგზაო ნიშნების სისტემებით. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და განხორციელდა  კომპლექსური პროექტი იმისათვის, რომ ეს ტერიტორია რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი მიმართულებით განვითარდეს, ჩვენს მოქალაქეებს  კი ფეხით თუ ველოსიპედით სეირნობისა და, ქალაქიდან გაუსვლელად,  კომფორტული და  ჯანსაღი დასვენების საშუალება მიეცეს“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
      კეთილმოწყობილი წრიული  ბილიკის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს.  ტბის გარშემო გზის 2,5-კილომეტრიან მონაკვეთში  დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და  გარე განათების სისტემა.  ბილიკის  გასწვრივ 101 სანათი ბოძი  და 10 ურნა დამონტაჟდა.  ტბის გარშემო დაიდგა ასევე ნაგავშემკრები კონტეინერები. ამასთან,  კეთილმოეწყო  საფეხმავლო გზის გვერდულები. საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები  და ყოველ 500 მეტრში დამონტაჟდა მანძილის აღმნიშვნელი ბოძები.
      ლისის ტბის შემოვლითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების - „სარეკრეაციო ზონების მოწყობა-განვითარების პროგრამის“ ნაწილია. აღნიშნული პროექტი თბილისის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის აქტიური დასვენების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა.
  

  

 
 
Здесь новые шаблоны для dle