обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


დავით აღმაშენებლის გამზირი N44

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
09.03.2016

   დავით აღმაშენებლის გამზირი N44 - ში მდებარე შენობა, სადაც XX საუკუნის II
ნახევრიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე საქართველოს ფოსტა იყო განთავსებული, გასული საუკუნის დასაწყისში ვინმე დავით ბოგდანის ძე იუზმაშევს აუგია. პროექტის ავტორი იმ დროს თბილისში სახელგანთქმული არქიტექტორი ა. ზურაბოვია. წარმოსადეგი, სამსართულიანი ნაგებობა ჭოროხის ქუჩის და დავით აღმაშენებლის გამზირის კუთხეში მდებარეობს. ორივე ქუჩის მიმართულებით შენობის გრძივი, უხვად დეკორირებული ფასადებია მიმართული, ხოლო კუთხის ნაწილი არქიტექტურული ელემენტებით აქცენტირებულია
.

    სახლის დამკვეთი, მეწარმე და ბანკის მფლობელი - დავით იუზმაშევი, XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში რამდენიმე მსხვილ ნაგებობას ფლობდა, მათ შორისაა ცნობილი სახლი ინგოროყვას ქუჩა N6-ში და ახლანდელი თეატრალური უნივერსისტეტის შენობა რუსთაველის გამზირზე.
დავით აღმაშენებლის გამზირი N44 არა მხოლოდ გამზირის ამ მონაკვეთს, არამედ მთელი მარცხენა სანაპიროს განაშენიანების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაგებობაა, რომელიც დომინანტურ ადგილს იკავებს მთელ მიკროუბანში. სამსართულიანი ნაგებობა აშენებულია აგურით. ფასადების არქიტექტურული კომპოზიცია რენესანსული და ბოროკული მოტივებიდან არის ნასაზრდოები, ამასთან, პროექტის ავტორმა ზურაბოვმა მოახერხა მისთვის ჩვეულ არქიტექტურულ სტილში ინდივიდუალური შტრიხები შეეტანა. პროექტ "ახალი ტფილისის" პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის გამზირი N44-ში მდებარე ეგრეთწოდებული ფოსტის შენობის სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები. ნაგებობა 2016 წლის ბოლომდე ძველი არქიტექტურული იერსახით აღდგება.

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP