პროექტ“ახალ ტფილისზე" პროფესიულ წრეებთან შეხვედრა გაიმართა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
04.03.2016

   თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ავტორებთან ერთად  გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, პროფესიულ წრეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ  თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს  წარმომადგენლები,  კომპანია“ გეოგრაფიკის“ და „სტუდია 21“-ის წარმომადგენები, ჩუბინაშვილის ინსტიტუტის პროფესორ-თანამშრომლები, არქიტექტორები, ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები.

    პროექტ „ახალი ტფილისის“ავტორებმა პროფესიული წრეებისთვის პროექტის პრეზენტაცია გამართეს და  სარეაბილიტაციო არეალების განვითარებაზე,  რესტავრაციაზე, ისტორიული ბაღების აღდგენასა თუ  ქუჩის ინფრასტრუქტურის  მოწყობაზე  სხვადასხვა  დეტალები განიხილეს. პრეზენტაციის შემდეგ დარგის სპეციალისტებისთვის სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე პროექტის გარშემო  დისკუსია გაიმართა. სპეციალისტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე, ფონდის დირექტორისა და პროექტის ავტორების მხრიდან ამომწურავი პასუხები გაეცა.
პროექტი „ახალი ტფილისი“,  რომლის პირველი ეტაპის სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს,  დაფუძნებულია ორი მნიშვნელოვანი კონცეფციის - ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის  ურბანული განვითარების  კონცეფციის შემუშავების პროექტისა და ფიროსმანი-კარგარეთელი-აღმაშენებლის გამზირის და მისი განშტოებების: ზაარბრიუკენის მოედნის, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფციის  საფუძველზე.
პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დავით აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მონიტორინგს თბილისის განვითარების ფონდი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დავით აღმაშენებლის გამზირისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია წლის ბოლომდე დასრულდება.

 

Здесь новые шаблоны для dle