обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


თბილისის განვითარების ფონდმა ბეთლემის ქუჩა N10-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
21.04.2015

    თბილისის განვითარების ფონდმა ქ.თბილისის ისტორიულ ნაწილში, ქვემო კალაში ბეთლემის ქუჩა N10-ის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.  მიუხედვად იმისა, რომ ბეთლემის ქ. N10-ის სახლის მშენებლობა 2015 წლის  ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო, ფონდმა საკუთარი სახსრებიდან მიღებული ეკონომიით და ფონდის მიმართ დებიტორული დავალიანებებიდან შემოსული თანხებით, მოახდინ...ა სახლის მშენებლობისთვის საჭირო თანხის მობილიზება.

საბოლოო ჯამში ბეთლემის ქუჩა N10-ის მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაში  დაახლოებით 1 063 588 ლარი დაიხარჯება.   მშენებლობა უკვე არსებული, შეთანხმებული პროექტის მიხედვით განხორციელდება, და  2015 წლის 1 დეკემბრამდე დასრულდება.  პროექტის ავტორია არქიტექტორი მაია ბუხაიძე, ხოლო კონსტრუქციული ნაწილი  გია ცომაიას ეკუთვნის.
ბეთლემის ქუჩის N10-ში მდებარე 2 სართულიანი სახლი, რომელიც  კულტურული მემკვიდრობის ძეგლს წარმოადგენდა, დემონტაჟი 2014 წლის ზაფხულში  მოხდა.  სახლი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და 2013 წლის ოქტომბრის თვიდან თბილისის განვითარების ფონდმა მოსახლეობის ეტაპობრივი, დროებით ქირით გამოყვანა დაიწყო.  ამჟამად   13 ოჯახი სარგებლობს ბინის ქირით. ბეთლემის ქუჩა N10-ის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დასრულებისთანავე,  მაცხოვრებლები  ახლადაშენებულ , კეთილმოწყობილ სახლებს დაუბრუნდებიან.

Здесь новые шаблоны для dle
TOP