обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


თბილისის განვითარების ფონდმა სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღო

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
18.04.2015

  თბილისის განვითარების ფონდის  თანამშრომლებმა, სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციაში  მონაწილეობა მიიღეს. აქცია  მიზნად ისახავს  მძიმე დაავადებების მქონე ადამიანების სისხლით  დახმარებასა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.  „ნაციონალური სისხლის ბანკის“ ბრიგადა,  დონორებს თბილისის განვითარების ფონდის ოფისში  ეწვია და   კვალიფიციური მედპერსონალის მეშვეობით,  ყოველგვარი სტანდარტების დაცვით ადგილზევე ჩატარდა  სისხლის აღების პროცედურები.  

   საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ფონდის იმ თანამშრომლებს, რომლებიც დონაციაში მონაწილეობდნენ, უფასოდ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევები, მათ შორის სხვადასხვა ინფექციებზე, განესაზღვრათ სისხლის ჯგუფი და რეზუსი.
სისხლის გაღების საქველმოქმედო აქციაში,  რომლის მიზანი უანგარო დონაციის პოპულარიზაციაა, თბილისის განვითარების ფონდი მომავალშიც პერმანენტულად მიიღებს მონაწილეობას
.

Здесь новые шаблоны для dle
TOP