обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

04.09.2017

 თბილისის განვითარების ფონდი ისტორიული ქალაქის რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს. ყავლაშვილის ქუჩა N9-ში საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. შენობის სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგ, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და დასკვნით ფაზაშია.

31.08.2017

  ჯავახიშვილის ქუჩა N7- ში მდებარე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამით ახორციელებს.

22.08.2017

  თბილისის განვითარების ფონდი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, შალვა დადიანის ქუჩა N32-34-ში მდებარე ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, ისტორიული შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია.

04.08.2017

   ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო,  4 აგვისტოს 22 საათიდან ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
   შესაბამისად, მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები და N20 და N23 ავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. N20 ავტობუსი და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე შეუხვევენ, ხოლო N23 ავტობუსი კონკასთან გაჩერდება. ზემოთნახსენები საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებს.

 25.07.2017

   ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღის ბოლოდან, ჭანტურიას ქუჩაზე - თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

11.07.2017

 თბილისის განვითარების ფონდის პროექტ "ახალი ტფილისის" ისტორიულ-კულტურული ძეგლების  რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ბეთლემის ქ N10-ში  საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

 22.06.2017

   ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის მიხედვით ახორციელებს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში:

 22.06.2017

   თბილისის განვითარების ფონდის და თბილისის მერიის „საველე სკოლის“ პროექტის ფარგლებში, რესტავრატორები ქვის თლის სპეციალობას ეუფლებიან. პროექტი ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა ასოციაციის დაფინანსებით 2017 წლის აპრილში დაიწყო და 6 თვის მანძილზე გაგრძელდება. ქვის თლის პროფესიას, კონკურსის წესით შერჩეულ 9 რესტავრატორს ფრანგი რესტავრატორ - ინსტრუქტორი ჟან ლუი ანკარი შეასწავლის.

TOP