обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
10.03.2017

საველე სკოლის პროექტი, რომელიც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ და „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით, იწვევს 17-დან 40 წლამდე რესტავრაციისა და ქვის თლის სფეროთი დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამის სფეროში გადამზადების მიზნით..

28.03.2016

  პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე,  საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.

13.07.2015

  ბეთლემის ქუჩა N10-ში, სადაც თბილისის განვითარების ფონდი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, 3 ოქტომბერს უსაფრთხოების მიზნით, პროექტით გათვალისწინებული მიწის მოჭრის სამუშაოების ჩასატარებლად კონტრაქტორმა კომპანია „GBC”-იმ სამშენებლო ღობე საავტომობილო გზაზე 3 მერით გადაწია (რაც პროექტით გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო). ღობე მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ თვითნებურად მოშალა, რის შედეგადაც, ავტომანქანების მოძრაობამ გზის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. კონტრაქტორი კომპანიის მიერ  უსაფრთხოების ზომები დროულად იქნა  მიღებული, აღნიშნულ მონაკვეთზე დაიდგა მედროშე - გამაფრთხილებლები და გამოძახებული იქნა საპარტულო პოლიცია, ოპერატიულად მოხდა თბილისის განვითარების ფონდისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მობილიზება.

25.02.2016

  თბილისის განვითარების ფონდმა  გუდიაშვილის მოედანზე მდებარე  გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და N3- ის არქიტექტურულ პროექტებზე საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის და  ისტორიულ გარემოსთან ადაპრიტერებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.

13.07.2015

  გთხოვთ, პარასკეობით ფონდში შეხვედრისთვის გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ელექტრონულად (ფონდის ვებ-გვერდის ან/და საინფორმაციო ელ.ფოსტის contact@tdf.ge საშუალებით), ან დააფიქსიროთ წერილობით თქვენი მოთხოვნა, თბილისის განვითარების ფონდის მოსახლეობის მისაღებში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 48, II სართული).

TOP